შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოდისეი დიმიტრიადი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საკომპოზიციო განხრით 1930 წელს; 1936 წელს ქ. ლენინგრადის სახელმწიფო კონსერვატორიის სადირიჟორო განყოფილება. 1937-1947წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი; 1947-1952წწ. საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; 1952-1965წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი; 1965-1973წწ. სსრკ დიდი თეატრის დირიჟორი; 1973-1991წწ. საქართველოს მთავარი დირიჟორი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი. დადგმული აქვს თითქმის ყველა ქართული ოპერა; შესრულებული აქვს ქართველ კომპოზიტორთა სიმფონიური ნაწარმოებები; საოპერო სპექტაკლები დადგმული აქვს არგენტინაში და მექსიკაში; დირიჟორობდა ფილარმონიულსა და საოპერო სიმფონიურ ორკესტრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის: სსრკ დიდი თეატრის სიმფონიურ ორკესტრს, ქ. ვენის სახელმწიფო ოპერის ორკესტრს, ათენის, სალონიკის, ბერლინის, პრაღის, ბუდაპეშტის, ბუხარესტის, სოფიის, ბუენოს-აირესის და სხვ. ორკესტრებს. მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 115; რუსეთის ცნობილი ბერძნეის ვებ-გვერდი: famous-greeks.ru; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.433; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.125 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |