შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიტროპოლიტი დიმიტრი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა მცხეთის სასულიერო სემინარია 1982 წელს; 1986 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია. 1985 წელს აკურთხეს დიაკვნად; 1986 წელს მღვდლად; 1987-1988წწ. ალავერდის მონასტერში; 1988-1989წწ. ანჩისხატის ეკლესია; 1989 წლიდან დეკანოზი, ბათუმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი; 1991 წლიდან ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორი; 1993 წლიდან ბათუმიდ წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სემინარიის რექტორი; 1996 წელს ბერად აღკვეცა; 1996 წელს არქიმანდრიტი; 1996 წელს ეპისკოპოსი; 2003 წლიდან მთავარეპისკოპოსი ბათუმისა და სხალთისა; 2007 წლიდან მიტროპოლიტი ბათუმისა და ქობულეთისა. საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი. დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრისა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით (1986, 1995). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 115; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.434; საქარტველოს საპატრიარქოს ვებგვერდი: patriarchate.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |