შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ცისია გუგუტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა თიანეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1957 წელს. 1957-1960წწ. იყო ადიგენის რაისაავადმყოფოს ექიმი-პედიატრი; 1960-1961წწ. საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო ტუპერკულოზური და ბავშვთა სანატორიუმების უფროსი ინსპექტორ-პედიატრი; 1961-1964წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1963-1964წწ. მოსკოვის ი. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის მიზნობრივი ასპირანტი; 1965-1979წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მოზრდილ ბავშვთა განყოფილების უმცროსი, შემდგომში 1979-1988წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988 წლიდან ამავე ინსტიტუტის კარდიორევმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 135 სამეცნიერო ნაშრომის. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 10 საკანდიდატო დისერტაცია. არის ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ი. ფაღაღავას სახელობის პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კარდიო-რევმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.82 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |