The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე გუგუციძე

დაბადების თარიღი:2 მაისი, 1929  (95 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი როხი, ბაღდათის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1963წწ. იყო ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1963-1966წწ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს გულ-მკერდის ქირურგიის განყოფილების ორდინატორი; 1966-1977წწ. ლანჩხუთის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე, რაიონის მთავარი ქირურგი; 1977-1991წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული მე-4 მთავარი სამმართველოს საავადმყოფო-პოლიკლინიკის ქირურგიული განყოფილების გამგე; 1991-1996წწ. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრის ქირურგი-კონსულტანტი; 1996 წლიდან ოჯახის ექიმის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი. ექიმი-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. დაჯილდოებულია სხვადასხვა მედლით (1971, 1976, 1981).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუდმახვილა ჭიით გამოწვეული აპენდიციტის კლინიკისა და დიფერენციული დიაგნოზის საკითხისათვის", დაიცვა 1966 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.82

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამედიცინო-სოციოლოგიური აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი

გააზიარე: