Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კობა დვალიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბოლნისი. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1991 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა 2002 წელს. 1986-1988წწ. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური დამსახურებული ანსამბლი ("ერისიონი"), მსახიობი; 1988-1990წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონია, სახელმწიფო ანსამბლი "რერო", მსახიობი; 1990-1991წწ. საქართველოს განათლების სამინისტრო, ესთეტიკური აღზრდის რესპუბლიკური ცენტრის სპეციალისტი; 1992-1993წწ. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ქვემო ქართლის საბაჟო სამსახური, მებაჟე სპეციალისტი; 1994-1995წწ. საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის აპარატის პოლიტიკური მოხელე, აღმასრულებელი მდივანი; 1995-1999წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2001-2003წწ. საქართველოს პარლამენტის აპარატი, მანდატურის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი; 2003-2004წწ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქვემო ქართლში; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.150; ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ.114 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |