შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ დემეტრაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი პატარა თონეთი, თეთრიწყაროს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურუდიული ფაკულტეტი 1967 წელს; 1975 წელს ქ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1960-1963წწ. მუშაობდა დამხმარე მუშად თბილისისა და პერმის სხვადასხვა დაწესებულებაში; 1968-1971წწ. ქ. პერმის უნივერსიტეტის კათედრის ასისტენტი; 1975-1977წწ. ქ. პერმის უნივერსიტეტის მასწავლებელი; 1978-1979წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი; 1979-1984წწ. მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი და დოცენტი; 1986-1990წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; 1993-1995წწ. სახელმწიფო მეთაურის აპარატის საკონსტიტუციო აქტების მომზადების სამსახურის ხელმძღვანელი, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. მინიჭებული აქვს იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველის სპეციალური წოდება. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომები, მონოგრაფია, კონსტიტუციათა კრებული, მეთოდური მასალები. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საფრანგეთის მეხუთე რასპუბლიკის ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოთა სისტემა", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 113; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.308 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |