The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შუქრი დევნოზაშვილი

შუქრი დევნოზაშვილი
ოფიციალური სახელი:ზაქარია დევნოზაშვილი
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბოლნისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი 1973 წელს.

1973-2006წწ. ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას: 1974-1980წწ.  იყო ბოლნისის სოფლის მეურნეობის გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, 1980-1987წწ. ბოლნისის რაიკომის მეორე მდივანი; 1987-1990წწ. პირველი მდივანი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, ბოლნისის საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992 წლიდან რატევნის სახაზინო მეურნეობის დირექტორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №23 ბოლნისის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 112; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.148; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.69

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1994-)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობისა და ეკოლოგიის კომისიის წევრი, წევრი (1990-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ბოლნისის რაიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და აქტიური ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1980 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: