შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ ბაუერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის მარია პერინის ქორეოგრაფიული სტუდია 1925 წელს. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში; 1929-1930წწ. სწავლობდა ლენინგრადის საბალეტო ტექნიკუმში; 1930-1960წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1936-1942წწ. მუშობდა პედაგოგად თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიაში; 1960 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერ-რეპეტიტორი. შესრულებული აქვს პარტიები: გულნარა (ჩ. პუნის "კორსარი"), ზარემა (ბ. ასაფიევის "ბახჩისარაის შადრევანი"), თოჯინა (ლ. დელიბის "კოპელია"), ოდეტა (პ. ჩაიკოვსკის "გედის ტბა"), ტაო-ხოა(რ. გლიერის "წითლი ზვავილი") ქუჩის მოცეკვავე (ლ. მინკუსის "დონ კიხოტი"), ესპანური ცეკვა (პ. ჩაიკოვსკის "გედის ტბა"), ინდური ცეკვა (დ. თორაძის "გორდა"). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.370 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |