The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ ბაუერი

მარიამ ბაუერი
დაბადების თარიღი:29 მაისი, 1909
გარდაცვ. თარიღი:6 სექტემბერი, 1995  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, მსახიობი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის მარია პერინის ქორეოგრაფიული სტუდია 1925 წელს.

იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში; 1929-1930წწ. სწავლობდა ლენინგრადის საბალეტო ტექნიკუმში; 1930-1960წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1936-1942წწ. მუშობდა პედაგოგად თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიაში; 1960 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერ-რეპეტიტორი. შესრულებული აქვს პარტიები: გულნარა (ჩ. პუნის "კორსარი"), ზარემა (ბ. ასაფიევის "ბახჩისარაის შადრევანი"), თოჯინა (ლ. დელიბის "კოპელია"), ოდეტა (პ. ჩაიკოვსკის "გედის ტბა"), ტაო-ხოა(რ. გლიერის "წითლი ზვავილი") ქუჩის მოცეკვავე (ლ. მინკუსის "დონ კიხოტი"), ესპანური ცეკვა (პ. ჩაიკოვსკის "გედის ტბა"), ინდური ცეკვა (დ. თორაძის "გორდა").

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.370

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1955 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია, დ. თორაძის "გორდა" ინდური ცეკვა

გააზიარე: