შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბასილი ხანძთელი![]()
ბიოგრაფიამოხსენიებულია გიორგი მერჩულის "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში". ყოფილა გრიგოლ ხანძთელის დედის მსახურის შვილი. აღიზარდა ხანძთაში, სადაც ერთხანს გრიგოლს მეჯინობეობას უწევდა ("კარაულსა მამისა გრიგოლისსა ხედვიდა"), შემდეგ კი ხანძთის წინამძღვარი გახდა. გარდაიცვალა პარეხში, მიქაელ პარეხელის სავანეში. ბასილი ხანძთელის აკროსტიქული საგალობლები შესულია მიქელ მოდრეკილის ჰიმნოგრაფიულ კრებულში. IX საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.364; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.51
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |