The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბასილი ხანძთელი

დაბადების თარიღი:8??
გარდაცვ. თარიღი:8??
კატეგორია:მწერალი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

მოხსენიებულია გიორგი მერჩულის "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში". ყოფილა გრიგოლ ხანძთელის დედის მსახურის შვილი. აღიზარდა ხანძთაში, სადაც ერთხანს გრიგოლს მეჯინობეობას უწევდა ("კარაულსა მამისა გრიგოლისსა ხედვიდა"), შემდეგ კი ხანძთის წინამძღვარი გახდა. გარდაიცვალა პარეხში, მიქაელ პარეხელის სავანეში. ბასილი ხანძთელის აკროსტიქული საგალობლები შესულია მიქელ მოდრეკილის ჰიმნოგრაფიულ კრებულში. IX საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.364; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.51



გააზიარე: