შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბასილი უჯარმელ–ჭყონდიდელი![]()
ბიოგრაფიაბასილ უჯარმელ–ჭყონდიდელს მეფე დავით–ულუს საქართველოში არ ყოფნის დროს სახელმწიფო მართვა ჰქონდა მინდობილი. ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავრობის იმ ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებას, რომელთა მიზანი იყო XIII საუკუნის შუა წლების დიდი ეკონომიური კრიზისის შენელება. ბასილის წინადადებით გაღარიბებულ მოსახლეობას დაურიგდა ეკლესიის კუთვნილი მიწების ნაწილი. ამ ნიადაგზე ბასილს გადაემტერნენ ეკლესიის მაღალი წრეები, რომლებმაც მეფე დავით–ულუ დაარწმუნეს ბასილის ორგულობაში. ცრუ ბრალდების საფუძველზე ბასილი დააპატიმრეს და გაუსამართლებლად ჩამოახრჩვეს. საქართველოს სამეფოს მწიგნობართუხუცესი 1248–1265 წლებში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.364
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |