შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბასილი ბაგრატის ძე![]()
ბიოგრაფიაბასილი ბაგრატის ძე მოღვაწეობდა ხახულის ლავრაში. მის ლიტერატურულ მემკვიდრეობას ჩვენამდე არ მოუღწევია. გიორგი მცირის თქმით, იგი ყოფილა "მოძღუარი და განმანათლებელი ქუეყანისა ჩუენისა" და იოანე ბაგრატიონის "კალმასობაში" დახასიათებულია, როგორც ღვთისმეტყველებასა და ფილოსოფიაში განსწავლული მწიგნობარი, მთარგმნელი, "რიტორ-მომთხრობელი და მაღალ ფრასასა ზედან დამთხზველი", მასვე უწოდებდნენ "ქართველთა ეკლესიათა სამკაულს". შემდგომ ბასილი ათონის მთაზე გადასულა და იქ დაუწერია "გალობანი წმიდისა მამისა ეფთჳმესნი". გარდაიცვალა იქვე, ივერთა მონასტერში. XI საუკუნის I ნახევრის ქართველი მწერალი, ჰიმნოგრაფი. ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსის მიერ მიჩნეულია ბაგრატ III–ის ძედ. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 9 ივნისი (27 მაისი). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.363; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 51
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |