The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ დაუშვილი

თამაზ დაუშვილი
დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1940
გარდაცვ. თარიღი:14 თებერვალი, 2024  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიზნესმენი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი  1965 წელს.

მუშაობდა ვაჭრობის სისტემაში: იყო კულტსამეურნეო გაერთიანების სავაჭრო განყოფილების უფროსის მოადგილე; სპორტვაჭრობის მმართველის მოადგილე; სპორტკულტვაჭრობის გაერთიანების გენერალური დირექტორი. შპს "ვერძის" დამფუძნებელი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი: საარჩევნო ბლოკი: ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, მაჟორიტარი, N4 კრწანისის საარჩევნო ოლქი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 111; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.147

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი, წევრი (1993-)
  • ფრაქცია "სახალხო პარტია", თავმჯდომარე (1995-1999)

გააზიარე: