შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამია დარჩია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1954 წელს. 1951-1956წწ. საფეიქრო ტექნიკუმის ისტორიის მასწავლებელი; 1956-1958წწ. ბამბეულის ქსოვილების კომბინატის ალკკ კომიტეტის მდივანი; 1958-1963წწ. საქართველოს ალკკ ცკ ინსტრუქტორი, განყოფილების გამგე; 1963-1967წწ. საქართველოს კომპარტიის ქ. თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის განყოფილების გამგე; 1967-1969წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კადრების განყოფილების გამგე; 1969-1971წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი ადმინისტრაციის დარგში; 1971-1975წწ. ამავე უნივერსიტეტის პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი; ინსტიტუტის პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრის გამგე (1976); 1976-1982წწ. მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის დირექტორი; 1982-1986წწ. საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე; 1987-1994წწ. მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის პედაგოგიკის კათედრის პროფესორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (სმკ)", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია, 7 წიგნი, 25 სამეცნიერო წერილი. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი (1979). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 110; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.146 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |