The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა დარასელი

ზაზა დარასელი
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1950
გარდაცვ. თარიღი:1 ივლისი, 2001  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1972 წელს.

1972-1976წწ. იყო საქტელერადიო კომიტეტის რადიოს რედაქტორი; 1976-1977წწ. რადიოს პასუხისმგებელი მდივანი; 1977-1978წწ. რადიოს უფროსი რედაქტორი; 1978-1980წწ. ტელევიზიის ლიტერატურული განყოფილების გამგე; 1980-1983წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქტორი; 1983-1986წწ. საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პრესის და ტელევიზიის სექტორის გამგე; 1986-1991წწ. საქტელერადიო კომიტეტის თავმჯდომარის I მოადგილე (გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებდა). 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს ტელე-რადიო კორპორაციის ტელეკომპანია "მეორე არხს" (გენერალური დირექტორი); ცნობილია აგრეთვე მისი მოთხრობები და ნოველები, მაგ. ნოველა "უჩინარი" (თბ., 1984); თარგმნიდა გ. მარკესის ნაწარმოებებს; მის გარდაცვალებისთანავე დაარსდა მისი სახელობის საქველმოქმედო ფონდი "სიცოცხლე მშვენიერია", რომელიც აფინანსებს კულტურულ, სპორტულ, ხელოვნებისა და განათლების პროექტებს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 110; geonecropol.com; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.II. - თბ., 2012. -გვ. 317; წიგნი ღირსებისა: ტ. 5./ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.193

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • უჩინარი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1985. - 91გვ.

გააზიარე: