შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბასილი![]()
ბიოგრაფიაXI საუკუნის ქართველი კალიგრაფი. გადაწერა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა კრებული, რომლის ერთ-ერთ ანდერძში ვკითხულობთ: "ლოცვა ყავთ უღირსისა და ფრიად ცოდვილისა უცბად მჩხრეკალისა ბასილისათვს". კრებული ლამაზი ნუსხურით, ნაკლებად გადაბმული, მკაფიო ასოებით არის ნაწერი. ყოველი თხზულების დასაწყისი საზედაო ასოებითა და კარგად მოფიქრებული ფერწერული სამკაულით არის გაფორმებული. ფურცლის ჩარჩოები დახვეწილი გეომეტრიული ფორმისაა. თედო ჟორდანიას მიერ ხელნაწერი 1031 წლით არის დათარიღებული. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.363
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |