The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბასილი VI

Date of birth:14??
Date of death:15??
Category:Religious leader

Biography

აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1517–1528 და 1529–1531 წლებში. მისი მოღვაწეობა უმთავრესად აღსანიშნავია სამცხე–საათაბაგოს აღმოსავლეთ საქართველოს საპატრიარქოზე ეკლესიური დამოკიდებულების აღდგენითა და საკათოლიკოსო ყმა-მამულის ზრდით. რეალურად, ეკლესიური გამთლიანება ყვარყვარე III-ის ათაბაგობის დროს განხორციელდა. 1518 წლიდან სამცხის ეკლესია კვლავ კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციაში იყო. კათოლიკოსი იყო აწყურის მთავარეპისკოპოსისა და სამცხის სხვა ეპისკოპოსების მაკურთხეველი, მასვე გადაეცემოდა სამცხეში მისი კუთვნილი ყმა-მამულის გამოსავალი, ის კვლავ მოიხსენიებოდა წირვა-ლოცვის დროს სამცხის ეკლესიებში. მნიშვნელოვანია ბასილი კათოლიკოსის წვლილი საკათოლიკოსო საყდრის ყმა-მამულის აღდგენა-განახლების საქმეში. საკათოლიკოსო მამულები დავით X-ის მხარდაჭერით სვეტიცხოვლისათვის დაუბრუნებია. 1525 წლის საბუთით, დავით X და მისი ძმები, გიორგი და ბაგრატი, ბასილი კათოლიკოსს "მამა-პაპათაგან" მცხეთისათვის შეწირულ მამულებს სრული შეუვალობის პირობით უმტკიცებენ და მხოლოდ ლაშქარ-ნადირობას აკისრებდნენ. იბრძოდა ქვეყნის პოლიტიკური ერთიანობისათვის. მან ისარგებლა ქართლის მეფესა და სამცხის მთავარს შორის მშვიდობიანი ურთიერთობით, აგრეთვე გაერთიანების მომხრე ძალების მხარდაჭერით და 1515 წელს ყვარყვარე IV ათაბაგის (ქაიხოსროს ძე) სათანადო სიმტკიცის წიგნით აღადგინა სამცხის სამთავროს დამოკიდებულება ქართლის საპატრიარქოსთან, რაც სამცხის მთავრების სეპარატისტულ მისწრაფებათა გამო დარღვეული იყო. ძველი საეკლესიო წყობილების აღდგენის მიზნით აღაწერინა სამთავროში მდებარე ქართლის საპატრიარქო ეკლესიის ყოფილი საყმო მამულები და დაამტკიცებინა სამცხის მთავრებს. მიზნის მისაღწევად ბასილი განდგომილთა შეჩვენებას და დაკრულვასაც მიმართავდა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.363


Share: