The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბასილი საბაწმინდელი

დაბადების თარიღი:8??
გარდაცვ. თარიღი:8??
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

ბასილი საბაწმინდელი მოღვაწეობდა პალესტინაში, სავარაუდოდ საბა განწმენდილის ლავრაში. X საუკუნის სინის მთის ხელნაწერში არის ბასილი საბაწმინდელის მიერ საბა განწმენდილისადმი მიძღვნილი საგალობელი("მამისა საბაისი დასადებელი"), რომლის კიდურწერილობაა "ბასილი". საგალობლის წყაროდ გამოყენებულია საბას ცხოვრება", რომელიც ქართულად VII საუკუნეში ითარგმნა. ჰიმნოგრაფი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.364; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.51


გააზიარე: