შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან დალაქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯორჯიაშვილი, თეთრიწყაროს რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების სპეციალობით 1972 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1981 წელს. 1972-1976წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალის ინჟინერი, უფროსი ინჟინერი; 1976-1978წწ. წყალთა მეურნეობისა და მელიორაციის სამინისტროს ტრესტ წყალმშენის N5 სამშნებლო სამმართველოს უფროსი ინჟინერი; 1978-1982წწ. "თბილქალაქმშენის" ცენტრალური სამშენებლო ლაბორატორიის უფროსი; 1982-1984წწ. ამიერკავკასიის სატრანსპორტო მშენებლობის ტრესტის N692 სამშენებლო-სამონტაჟო მატარებლის უფროსის მოადგილე; 1984-1985წწ. ცეკავშირის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1985-1987წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N17 საგზაო-საექსპლუატაციო უბნის უფროსი, N1 საგზაო-სამშენებლო-სარემონტო ტრესტის მმართველის მოადგილე; 1987-1988წწ. თეთრიწყაროს რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1989-1990წწ. გაერთიანება "თბილავტოგზის" მთავარი ინჟინერი; 1990-1992წწ. საგეგმო-ეკონომიკური და საფინანსო განყოფილების უფროსი, კონცერნი "საქავტოგზა"; 1992-1995წწ. თეთრიწყაროს რაიონის გამგეობის თავმჯდომარე (გამგებელი); 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 109; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.145; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.265 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |