The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან დალაქიშვილი

რომან დალაქიშვილი
დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯორჯიაშვილი, თეთრიწყაროს რაიონი.  

დაამთავრა  საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების სპეციალობით 1972 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1981 წელს.

1972-1976წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალის ინჟინერი, უფროსი ინჟინერი; 1976-1978წწ. წყალთა მეურნეობისა და მელიორაციის სამინისტროს ტრესტ წყალმშენის N5 სამშნებლო სამმართველოს უფროსი ინჟინერი; 1978-1982წწ. "თბილქალაქმშენის" ცენტრალური სამშენებლო ლაბორატორიის უფროსი; 1982-1984წწ. ამიერკავკასიის სატრანსპორტო მშენებლობის ტრესტის N692 სამშენებლო-სამონტაჟო მატარებლის უფროსის მოადგილე; 1984-1985წწ. ცეკავშირის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1985-1987წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N17 საგზაო-საექსპლუატაციო უბნის უფროსი, N1 საგზაო-სამშენებლო-სარემონტო ტრესტის მმართველის მოადგილე; 1987-1988წწ. თეთრიწყაროს რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1989-1990წწ. გაერთიანება "თბილავტოგზის" მთავარი ინჟინერი; 1990-1992წწ. საგეგმო-ეკონომიკური და საფინანსო განყოფილების უფროსი, კონცერნი "საქავტოგზა"; 1992-1995წწ. თეთრიწყაროს რაიონის გამგეობის თავმჯდომარე (გამგებელი); 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საქართველოს ეკონომიკური გან­ვითარების სამინისტროს სახელ­მწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საავტომობილო გზების დე­პარტამენტის თავმჯდომარე. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 109; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.145; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.265

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის რეგიონალური ეკონომიკის ქვეკომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი" , წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2000-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტი, წევრი (2000-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატები", წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დემოკრატები", წევრი (2002-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფულად-საკრედიტო და სავალუტო ქვეკომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (1999-2004)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: