The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით დათოშვილი

დაბადების თარიღი:14 აგვისტო, 1939  (84 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ზოოსაინჟინრო ინსტიტუტი 1962 წელს.

1962-1969წწ. იყო მცხეთის რძის ქარხნის ინჟინერ-ტექნოლოგი; 1969-1973წწ. გარდაბნის რძის ქარხნის დირექტორი; 1973-1989წწ. თბილისის რძის მრეწველობის გაერთიანების გენერალური დირექტორი; 1989-1996წწ. რესპუბლიკური გაერთიანება "საქრძის" გენერალური დირექტორი; 1996 წლიდან "სანტე უოლშ პროდუქტების" გენერალური დირექტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შვეიცარული ყველის მომწიფების ტექნოლოგიის სრულყოფა საქართველოს ალპურ ზონაში", დაიცვა 1979 წელს (მოსკოვი).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 108; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.271

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მრეწველთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში რძის მრეწველობის საწარმოებში მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევების დანერგვაში, კონკურენტუნარიანი მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოშვებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საქველმოქმედო მოღვაწეობისათვის

გააზიარე: