შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ბაქანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს. 1972–1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1975 წლიდან იყო ეროვნულ ლიტერატურათა, ლიტერატურულ ურთიერთობათა და თარგმნის კათედრის გამგე. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი ქართულ, რუსულ და უკრაინულ ენებზე. მნიშვნელოვანი ნაშრომები: "ალექსანდრე სერაფიმოვიჩი" (1963), "ივან ფრანკო" (1986), "ქართულ–უკრაინული ლიტერატურული და თეატრალური ურთიერთობის ისტორიიდან" (1968) და სხვ. იყო უკრაინის კულტურის დამსახურებული მუშაკი (1972), 1986 - პავლო ტიჩინას სახელობის პრემიის ლაურეატი (1986). უკრაინული ლიტერატურის სპეციალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1969), პროფესორი(1971). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.370; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.78 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |