The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ბასილაია

ალექსანდრე ბასილაია
სხვა სახელი:ბუთხუზ ბასილაია
დაბადების თარიღი:11 მარტი, 1942
გარდაცვ. თარიღი:3 ოქტომბერი, 2009  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის  სახელმწიფო კონსერვატორია (კონტრაბასის კლასი) 1967 წელს.

1963 წლიდან მუშაობდა  საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში პიანისტ-აკომპანიატორად, 1968 წლიდან იყო ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლის "ივერიის" ხელმძღვანელი და სოლისტი, მუშაობდა საესტრადო ჟანრში. არის მრავალი საესტრადო სიმღერის ავტორი. "თეთრი ფიფქები" (ჯ. ჩარკვიანის ლექსზე), "მოგონებანი"(კ. კვეიძის ლექსზე), "სიყვარულის ზღაპარი", "გულო, ჩადექ საგულესა", "ახალგაზრდული" (მ. ფოცხიშვილის ლექსებზე), "სიმღერა საქართველოზე" ( ნ. მალაზონიას ლექსზე) და სხვ. ანსამბლ "ივერიისათვის" დაწერა მიუზიკლები: "ჩხიკვთა ქორწილი"(1979), "არგონავტები" (1980), "შლაგერი, შლაგერი" (1985), "თოვლის ბებოს ზღაპარი" (1986), "ფიროსმანი" და სხვ. ამავე ანსამბლისთვის მან არაერთი ქართული ხალხური სიმღერა დაამუშავა. ანსამბლთან ერთად კონცერტები გამართა ყოფილი სსრკ და საზღვარგარეთის ქვეყნებში(პოლონეთი, ბოლივია, ჩეხოსლოვაკია, გერმანია, კუბა, მექსიკა, პორტუგალია). 2017 წელს სახელმწიფო ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი, ქ. თბილისის საბურთალოს რაიონში ერთერთ ქუჩას მიენიჭა მისი სახელი, ქ. ტყიბულში 2017 წლის აგვისტოში გაიხსნა მისი სახელობის სკვერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.362; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.406

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1981-19??)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული საესტრადო ხელოვნების დარგში შეტანილი ნაყოფიერი მოღვაწეობისა და ბოლო ხუთი წლის მანძილზე კონცერტების პოპულარული სერიალის შექმნისათვის
  • 1987 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: