The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოლეგ ბასილაშვილი

ოლეგ ბასილაშვილი
დაბადების თარიღი:26 სექტემბერი, 1934  (89 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა მოსკოვის სამხატვრო აკადემიურ თეატრთან არსებული ვ. ნემიროვიჩ–დანჩენკოს სახელობის სკოლა–სტუდია1956 წელს.

მუშაობდა ლენინგრადის კომკავშირის სახელობის თეატრში; 1959 წლიდან იყო ლენინგრადის მაქსიმ გორკის სახელობის დიდი დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი; 1956 წლიდან იღებდნენ კინოში; თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ხლესტაკოვი(ნ. გოგოლის "რევიზორი"), ანდრია პროზოროვი და ვოინიცკი(ა. ჩეხოვის "სამი და", "ძია ვანია"), ლაფჩენკო(ა. არბუზოვის "ირკუტსკული ამბავი"), სერპუხოვი(ლ.ტოლსტოის "ცხენის ამბავი") და სხვ. კინოში შესრულებული როლებია: ვასილი("ძოწის სამაჯური", 1964), ლოკარტი("ელჩთა შეთქმულება", 1965), კარენინი("ცოცხალი ლეში", 1965), ანდრია ბუზიკინი("საშემოდგომო მარათონი", 1979), პლატონი("ვაგზალი ორისათვის",1982) და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.363

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რსფსრ , სახალხო დეპუტატი (1990-1993)
  • რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემია "ნიკა" , აკადემიკოსი
  • რუსეთის სამხატვრო აკადემია, საპატიო წევრი
  • სსრკ უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (საქართველო)
    ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
  • 1984 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1977 - რსფსრ-ს სახალხო არტისტი
  • 1977 - რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია, კინოფილმ "სამსახურეობრივი რომანში" შესრულებული როლისთვის
  • 1969 - რსფსრ-ს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: