The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავითი (მეუფე)

დავითი
ოფიციალური სახელი:გიორგი ტიკარაძე
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1963  (60 წლის)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი, სოფელი სუფსა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1989 წელს.

1995 წელს ბერად აღიკვეცა; 1996 წელს დიაკვნად აკურთხეს, დაინიშნა ბათუმის წმ. იობ მრავალვნებულის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარად; 1997 წელს გადაიყვანეს ხაშურის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში; ამავე წელს აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში; დაინიშნა ქარელის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვრად; 1998 წელს ეპისკოპოსად კურთხევა; 1998-1999წწ. ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსი; 1999 წლიდან ბოდბელი ეპისკოპოსი; 2006 წელი მთავარეპისკოპოსი; 2013 წლის 11 ოქტომბრიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეების მოძიებისა და დაცვის კომისიის წევრად და ეწოდა ადიშელი მთავარეპისკოპოსი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 108; საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდი: patriarchate.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2007 - წმინდა გიორგის ორდენი

გააზიარე: