The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო გუჯაბიძე

კარლო გუჯაბიძე
დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1946
გარდაცვ. თარიღი:თებერვალი, 2012  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1969 წელს.

1969-1971წწ. იყო "თბილავტოტექმომსახურების" ბრიგადირი; 1971-1972წწ. საწარმოო გაერთიანება "ელექტროაპარატურა და ლითონგადამუშავების" ნორმადარი, ოსტატი; 1972-1976წწ. ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის უფროსი ინჟინერი; 1976-1981წწ. თბილისის ლენინის რაიონის სახალხო კონტროლის კომიტეტის ინსპექტორი, თავმჯდომარის მოადგილე; 1981-1982წწ. რესპუბლიკის სახალხო კონტროლის კომიტეტის მრეწველობის განყოფილების ინსპექტორი; 1982 წელს ვაგონშემკეთბელი ქარხნის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1983-1986წწ. კპ ცკ ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1986-1988წწ. თბილისის ლენინის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე; 1988-1991წწ. თბილისის ლენინის რაიკომის I  მდივანი, კპ ცკ საორგანიზაციო განყოფილების გამგე; 1991-1995წწ. სს "სპორტრანსის" პრეზიდენტი; 1995-1998წწ. ლანჩხუთის რაიონის გამგებელი; 1998-2003 წლებში პრეზიდენტის რწმუნებული გურიის მხარეში.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 104



გააზიარე: