The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ გუმბერიძე

ზურაბ გუმბერიძე
დაბადების თარიღი:6 ნოემბერი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, ინჟინერის სპეციალობა 1976 წელს; დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) ასპირანტურა 1982 წელს.

1976-1979წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერი, შემდგომ უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1979-1982წწ. ქ. დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტი; 1982-1983წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ მუშაკი, სექტორის ხელმძღვანელი;1983-1992წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის პროგრამული მართვის კათედრის დოცენტი; 1988-1992წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საღამოს და დაუსწრებელი სწავლების №2 ფაკულტეტის დეკანი; 1992-1995წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის პროგრამული მართვის კათედრის გამგე, პროფესორი; 1995-1997წწ. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 2007-2008 − აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლობის დირექტორი; 2008-2011წწ. კომპანია "AZ-Invest"-ის დირექტორი (ბაქო); 2011-2018წწ. კომპანია "CBS-Consulting"-ის ბაქოში წარმომადგენლობის დირექტორი, ამჟამად მრჩეველ-ექსპერტი (თბილისი); 1998 წელს საერთაშორისო სატრანსპორტო TRACECA პროექტის ბაქოს ხელშეკრულების ძირითადი დოკუმენტის მოსამზადებელი ქართული საექსპერტო დელეგაციის ხელმძღვანელი; 1996-2004წწ. ბაქო-სუფსის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენების და ბაქოთბილისი-ერზერუმის გაზსადენის ძირითადი ხელშეკრულებების მომზადების საქართველოს დელეგაციის წევრი, ექსპერტი; 1995-1997წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში; 1997-2007წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში; 40 სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოების ავტორი; მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი; აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვდა "Şöhrət" (დიდების) ორდენით აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლისთვის. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1982).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 100; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.64

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
  • 1987 - საქართველოს კომკავშირის პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: