The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაკურ გულუა

ბაკურ გულუა
დაბადების თარიღი:9 ოქტომბერი, 1946  (72 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ჩხოროწყუს რაიონი, სოფელი ჯუმათი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1971 წელს; საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია 1984 წელს.

1965-1966წწ. იყო ტექნიკური ინვერტარიზაციისა და საპროექტო სახარჯთაღრიცხვო ბიუროს უფროსი; 1973 წელს ზუგდიდის კომკავშირის ქალაქკომის I მდივანი; 1975 წელს ენგურჰესის მშენებლობის პარტკომის მდივანი; 1975-1978წწ. კომპარტიის გალის რაკომის მდივანი; 1978-1979წწ. კომპარტიის ცკ-ს ინსპექტორი; 1979-1986წწ. კომპარტიის ფოთის ქალაქკომის მდივანი; 1986-1990წწ. სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 1991-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი; 1992-1993წწ. თბილისის მერის I მოადგილე; 1994-1995წწ. საქართველოს ვიცე-პრემიერი; 1995 წელს დაინიშნა სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრად. არის წიგნებისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 100

 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული თანხმობის დარბაზი, თავმჯდომარე
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი (1993-1994)
  • საქართველოს რეფორმატორთა კავშირი, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: