Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან მაღრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა მოსკოვის სამშენებლო ინსტიტუტი 1951 წელს(საინჟინრო–არქიტექტურული), ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1958 წელს(საკომპოზიტორო). 1954–1963წწ. იყო თბილისის მე–12 საშუალო სკოლის გუნდის ხელმძღვანელი, 1956–1976წწ. III სამუსიკო სასწავლებლის თეორიის საგნების პედაგოგი; 1963 წლიდან მასწავლებელი, 1976 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოცენტი; 1980–1981წწ. იყო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი; მას ეკუთვნის: სიმფონიური ნაწარმოებები – "ქართული" საცეკვაო სიუიტა სიმფონიური ორკესტრისათვის(1950), კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1956), სიმფონიეტა(1958); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – თემა ვარიაციებით ფორტეპიანოსათვის(1952), "სახუმარო" პიესა საფორტეპიანო კვინტეტისათვის(1964), საბავშვო პიესა საფორტეპიანო კვარტეტისათვის(1977), 12 საფორტეპიანო პიესა(1978), 2 პრელუდია და 3 ქართული ცეკვა ფორტეპიანოსათვის(1982); სიმღერები გუნდისათვის ა კაპელა, საბავშვო საგუნდო სიმღერები, მუსიკა სპექტაკლებისთვის; მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ფოლკლორისტიკის დარგში, ჩაწერილი და აღდგენილი აქვს დიდი რაოდენობა ნაკლებად ცნობილი მესხური ხალხური სიმღერებისა, რომელთაც მან მიუძღვნა მრავალი ნაშრომი და სტატია; მას ეკუთვნის აგრეთვე ქართულ ენაზე ნათარგმნი "ჰარმონიის სახელმძღვანელო"; დაწერილი აქვს ნაშრომები, სტატიები ჟურნალებში; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1972 წელს. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 130; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 246; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 591 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |