The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსი მაჭავარიანი

ალექსი მაჭავარიანი
Date of birth:23 September, 1913
Date of death:31 December, 1995  (at 82 years)
Burial location:დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1936 წელს.

1935–1939წწ. იყო ვ. აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მუსიკალური განყოფილების გამგე; 1939 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (1963 წლიდან პროფესორი); 1956–1959წწ. საქართველოს სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი; მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ოპერები – "დედა და შვილი" (1945 წელს დაიდგა თბილისში, ი. ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით), "ჰამლეტი" (1968); საფორტეპიანო კონცერტი (1944), სავიოლინო კონცერტი (1950); ვოკალურ–სიმფონიური პოემა "გმირის სიკვდილზე" (1948); 2 სიმფონია(1947, 1973); ორატორია "ჩემი სამშობლოს დღე"(1954); ბალეტები – "ოტელო" (1957 წელს დაიდგა თბილისში, 1961 წელს ეკრანიზაცია), "ვეფხისტყაოსანი"(1974); ვოკალურ–სიმფონიური ციკლი "ხუთი მონოლოგი"(1968, ვაჟა–ფშაველას მიხედვით); სამი სიმებიანი კვარტეტი (1978, 1979); საფორტეპიანო სონატა(1979), საფორტეპიანო ციკლები – "ქართული ფრესკები" (1977), "პარიზული ჩანახატები" (1979), საფორტეპიანო პიესა "ხორუმი" (1939), სავიოლინო პიესა "დოლური"; ბალადა–პოემა "არსენა" (გუნდისა და სოლისტისათვის, ა კაპელა); რომანსები ("ცისა ფერს", "არ დაიოდარდო დედაო", "მზეთა–მზის სახე"); მუსიკა კინოფილმებისათვის ("პოეტის აკვანი", "ორი ოკეანის საიდუმლოება"), მუსიკა დრამატული თეატრებისათვის (შექსპირის "მეფე ლირი", მრევლიშვილის "ბარათაშვილი"); კომპოზიტორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. მიღებული აქვს იტალიის ხელოვნების გალერეის "ბრაიდენზის" ოქროს მედალი (1974) - ბალეტი "ოტელო", პიკასოს სახელობის პრემია (1988) - ბალეტი "ვეფხისტყაოსანი". მისი თაოსნობით დაიწყო ქ. ბორჯომსა და ქ. სოხუმში კომპოზიტორთა შემოქმედებითი სახლის, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის (1971) მშენებლობა. 2014 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6. - თბ., 1983. – გვ. 513; burusi.wordpress.comწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.271; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 605-606; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის VI-VII მოწვევების უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, მდივანი (1962-1972)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, თავმჯდომარე (1962-1968)

Awards and Honors

  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1971 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
    ვოკალურ–სიმფონიური ციკლისთვის
  • 1958 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია, სავიოლინო კონცერტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: