Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბარძიმ არაგვის ერისთვისშვილი![]()
Biographyბარძიმ არაგვის ერისთვისშვილი იყო ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, 1688–1692 წლებში ქართლის მსაჯულთუხუცესი(მდივანბეგი); იბრძოდა ერეკლე I-ის მხარეზე გიორგი XI-ის წინააღმდეგ. დვალეთში არჩილ II-ის ვაჟების შესაპყრობად გაგზავნილ ლაშქარს მეთაურობდა; 1691 წელს გიორგი XI-ს მიემხრო, რომლის დავალებითაც ცდილობდა იმერეთის ტახტზე არჩილ II-ის განმტკიცებას; 1692 წელს ბარძიმ არაგვის ერისთვისშვილი გიორგი XI-ის ლაშქარს მეთაურობდა, რომელსაც კახეთი უნდა შემოეერთებინა. სოფელ ნინოწმინდასთან ბრძოლაში ქართლის ლაშქარი დამარცხდა. თვით ბარძიმ არაგვის ერისთვისშვილი მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.361
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |