The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა მილორავა

შოთა მილორავა
Date of birth:22 January, 1925
Date of death:16 April, 1990  (at 65 years)
Burial location:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1947 წელს.

1947 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტმეისტერად; 1952 წლიდან პედაგოგ–ქორმეისტერად; იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი; კინოსტუდია ქართულ ფილმში მუსიკალური რედაქტორი; მის შემოქმედებაში წამყვანი ადგილი უჭირავს ოპერეტას(ოცდაათამდე), მათ შორის აღსანიშნავია: "სასიძოები"(1952), "საყვარელი დისწული"(1955), "სიმღერა თბილისზე"(1958), "მხოლოდ შენ ერთს"(1961), "სამი უფროსის მსახური"(1962), "ერთხელ გაზაფხულზე", "ჩანჩურა", "კახაბერის ხმალი"; ასევე ეკუთვნის დუნაევსკის ოპერეტის "ოქროს ველის" მუსიკალური რედაქცია, რომელიც 1970 წელს დაიდგა "გაბზარული ფირფიტის" სახელწოდებით ვ. აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში; ასევე ავტორია სიმფონიური ნაწარმოებებისა – "ელისო"(1946), საზეიმო უვერტიურა(1949); საგუნდო ნაწარმოებები, სიმღერები გუნდისათვის ა კაპელა, კამერულ –ინსტრუმენტული ნაწარმოებები – მუსიკალური მომენტი ფორტეპიანოსათვის(1951), ორი მინიატურა ფორტეპიანოსათვის(1951, 1955), მელოდია ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის(1951), სამი საბავშვო პიესა ფორტეპიანოსათვის(1964), მელოდია კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის(1975), ორი პიესა 3 ტრომბონისათვის(1976), 7 საბავშვო პიესა ფორტეპიანოსათვის(1982), საბავშვო პიესა სიმებიანი კვარტეტისათვის(183); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – "სიმღერა"(1948), "მე თქვენ მიყვარხართ"(1949), "სიყვარული სამშობლოსადმი"(1972), "ლამაზები მღერიან"(1976), "თბილისის დილა"(1979); "ერთნაწილიანი კანტატები – "მეგობრის ხსოვნას"(1972), "აყვავებული მხარე"(1973); საესტრადო სიმღერები, მუსიკა კინოფილმებისა და მუსიკალური თეატრებისათვის. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6. - თბ., 1983. – გვ. 698; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 267

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1947-19??)
  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის სარევიზიო კომისია, წევრი (1979-19??)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1958 - ღირსების ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: