The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რობერტ ბარძიმაშვილი

რობერტ ბარძიმაშვილი
დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1934
გარდაცვ. თარიღი:5 ივლისი, 2003  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მომღერალი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1960 წელს.

1960 წელს ჩამოაყალიბა პროფესიული ვოკალურ–საკრავიერი ანსამბლი "ორერა"; 1975 წელს დააარსა ვოკალურ–საკრავიერი ანსამბლი "ვია 75"(ჯაზ-როკი, ფიუჟენი); 1975–1986წწ. იყო ამ ანსამბლის ხელმძღვანელი; 1983–1986წწ. ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ ბავშვთა ანსამბლ "ლახტს"; 1985–1992 წლებში კი ანსამბლ"ჯორჯიას"; 1995 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; დააარსა სკოლა–სტუდია "ლახტი". გადაღებულია ფილმებში "წარსული ზაფხული" (1959) და "ორერა სრული სვლით!" (1970). იყო სოპოტის საერთაშორისო ფესტივალის (1972) და თბილისის საერთაშორისო ჯაზ–ფესტივალის (1978) ლაურეატი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.361

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: