The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბერდია გუგავა

ბერდია გუგავა
დაბადების თარიღი:17 ივლისი, 1957  (66 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ლენტეხი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1979 წელს.

1979-1980წწ. იყო ლენტეხის სპორტსკოლის მწვრთნელი; 1980-1985წწ. დირექტორი; 1985-1990წწ. ლენტეხის ტურბაზის დირექტორი; 1990 წელს ოლიმპიური რეზერვების სპორტსკოლის დირექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ლენტეხის საარჩევნო ოლქი,  საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", სპორტისა და ტურიზმის ქვეკომისიის თავმჯდომარე; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1996 წელს საქართველოს ოლიმპური ნაკრების უფროსი მწვრთნელი ძიუდოში (ატლანტა). 2009-2013წწ. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 98; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 136; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.330

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • სპორტსაზოგადოება "შევარდენი", თავმჯდომარის მოადგილე (1992-1993)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: