შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სანდრო მირიანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელი; დროგამოშვებით სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მოსკოვისა და პეტერბურგის კონსეტრვატორიებში 1934–1945წწ. ხელმძღვანელობდა საგუნდო ანსამბლებს პეტერბურგსა და თბილისში; 1952–1956წწ. იყო კავკასიის მესაზღვრე არმიასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მხატვრული ხელმძღვანელი; სხვადასხვა დროს მუშაობდა რესპუბლიკის მხატვრული თვითშემოქმედების კოლეკტივების ხელმძღვანელად; იგი მრავალი სიმღერისა და რომანსის ავტორია; დაწერილი აქვს საბავშვო ოპერა "რუხი მგელი"(1945); კრებული "ორმოცდაათი საფორტეპიანო პიესა ბავშვებისათვის"; მუსიკა დრამატული თეატრის სპექტაკლებისათვის; სიმღერებიდან და რომანსებიდან აღსანიშნავია: "შევიშრობ ცრემლსა", "საყვარელ ქუჩაზე", "მერი", "წინ", "ახალგაზრდული სიმღერა მშვიდობაზე", "ნანა"; 1957–1959წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის საესტრადო განყოფილების სამხატვრო ხელმძღვანელი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7. - თბ., 1984. – გვ. 11; Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 147; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 278 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |