The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სანდრო მირიანაშვილი

სანდრო მირიანაშვილი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე მირიანაშვილი
დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:30 იანვარი, 1987  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელი; დროგამოშვებით სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მოსკოვისა და პეტერბურგის კონსეტრვატორიებში 1934–1945წწ.

ხელმძღვანელობდა საგუნდო ანსამბლებს პეტერბურგსა და თბილისში; 1952–1956წწ. იყო კავკასიის მესაზღვრე არმიასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მხატვრული ხელმძღვანელი; სხვადასხვა დროს მუშაობდა რესპუბლიკის მხატვრული თვითშემოქმედების კოლეკტივების ხელმძღვანელად; იგი მრავალი სიმღერისა და რომანსის ავტორია; დაწერილი აქვს საბავშვო ოპერა "რუხი მგელი"(1945); კრებული "ორმოცდაათი საფორტეპიანო პიესა ბავშვებისათვის"; მუსიკა დრამატული თეატრის სპექტაკლებისათვის; სიმღერებიდან და რომანსებიდან აღსანიშნავია: "შევიშრობ ცრემლსა", "საყვარელ ქუჩაზე", "მერი", "წინ", "ახალგაზრდული სიმღერა მშვიდობაზე", "ნანა"; 1957–1959წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის საესტრადო განყოფილების სამხატვრო ხელმძღვანელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7. - თბ., 1984. – გვ. 11; Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 147; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 278

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1945-19??)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1961 - ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: