შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რამაზ გოხელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1991 წელს; აიდაჰოს უნივერსიტეტის ტყის, ბიომრავალფეროვნებისა და საძოვრების რესურსების ფაკლუტეტი. 1989-1991წწ. იყო ზოოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1991-1998წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ეკოლოგიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; გაზეთ "ხანჩალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1994 წლიდან "ველური ბუნების შენარჩუნების ქართული ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი; არის ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) სამხრეთ კავკასიის პროგრამული ოფისის დირექტორი. სამეცნიერო სტატიებისა და ფილმების ავტორია საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 97
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |