The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ გოხელაშვილი

დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1966  (58 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1991 წელს; აიდაჰოს უნივერსიტეტის ტყის, ბიომრავალფეროვნებისა და საძოვრების რესურსების ფაკლუტეტი.

1989-1991წწ. იყო ზოოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1991-1998წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ეკოლოგიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; გაზეთ "ხანჩალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1994 წლიდან "ველური ბუნების შენარჩუნების ქართული ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი; არის ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) სამხრეთ კავკასიის პროგრამული ოფისის დირექტორი. სამეცნიერო სტატიებისა და ფილმების ავტორია საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 97



გააზიარე: