The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ევა გოცირიძე

ევა გოცირიძე
დაბადების თარიღი:7 ივლისი, 1963  (60 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1987 წელს.

1980 წლიდან მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე: 1980-1981წწ. კოდიფიკატორი; 1980-1984წწ. ინსპექტორი; 1990-1991წწ. მოქალაქეთა მიღებისა და საჩივრების განყოფილების კონსულტანტი; 1996-1997წწ. სასამართლოს პრაქტიკის განზოგადების განყოფილების უფროსი; 1997 წელს ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი; 2000 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი; 2005 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრჩეველი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში; 2011 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმპიჩმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში", დაიცვა 1998 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "აზრის გამოხატვის თავისუფლება კონფლიქტურ ღირებულებათა სამართლიანი დაბალანსების კონტექსტში", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 96; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს იუსტიციის საბჭო, წევრი (1997-2000)
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2013-)

გააზიარე: