შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ნარიმანიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია 1937 წელს. 1945–1948წწ. იყო კინემატოგრაფიის სამინისტროს მუსიკალური განყოფილების მთავარი რედაქტორი; 1949–1965წწ. გამომცემლობის "მუსიკა" მთავარი რედაქტორი; შექმნილი აქვს: ოპერა "გამზრდელი"(1939), მუსიკალური კომედია "გულისხმიერი საუბარი"(1955), ორატორიები – "გაცილება საბჭოთა არმიაში"(1943, ორი სოლისტისათვის, გუნდისა და ორკესტრისათვის), სიმფონიური ნაწარმოებები, მათ შორისაა სიმფონიური პოემა "ორი ძმა"(აფხაზურ თემაზე), სიუიტები: "ქართული საცეკვაო"(1951), "საქართველოს სიმფონიური სურათები"(1955), ფანტაზიები სიმფონიური ორკესტრისათვის, ექვსი სიმებიანი კვარტეტისათვის, ინსტრუმენტული პიესები, გუნდები, სიმღერები, რომანსები, ხალხური სიმღერების გადამუშავებები, მუსიკა კინოფილმებისათვის. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 160
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |