The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ნარიმანიძე

დაბადების თარიღი:1905
გარდაცვ. თარიღი:1975  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია 1937 წელს.

1945–1948წწ. იყო კინემატოგრაფიის სამინისტროს მუსიკალური განყოფილების მთავარი რედაქტორი; 1949–1965წწ. გამომცემლობის "მუსიკა" მთავარი რედაქტორი; შექმნილი აქვს: ოპერა "გამზრდელი"(1939), მუსიკალური კომედია "გულისხმიერი საუბარი"(1955), ორატორიები – "გაცილება საბჭოთა არმიაში"(1943, ორი სოლისტისათვის, გუნდისა და ორკესტრისათვის), სიმფონიური ნაწარმოებები, მათ შორისაა სიმფონიური პოემა "ორი ძმა"(აფხაზურ თემაზე), სიუიტები: "ქართული საცეკვაო"(1951), "საქართველოს სიმფონიური სურათები"(1955), ფანტაზიები სიმფონიური ორკესტრისათვის, ექვსი სიმებიანი კვარტეტისათვის, ინსტრუმენტული პიესები, გუნდები, სიმღერები, რომანსები, ხალხური სიმღერების გადამუშავებები, მუსიკა კინოფილმებისათვის.

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 160


გააზიარე: