Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ბალავაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ღანირი, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი 1951 წელს, 1956 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. ბუდაპეშტის (1954), სტოკჰოლმის (1954), გეტებორგის (1954), ესკალსტუნის (შვედეთი, 1954), თეირანის (1957), თავრიზის (1957), ტოლედოს (ამერიკის შეერთებული შტატები, 1958) საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. ახასიათებდა ჭიდაობის თავისებური ლაღი, რაინდული სტილი, რისთვისაც საფრანგეთში მას "ჭიდაობის პროფესორი", იაპონიაში "ჩემპიონთა ჩემპიონი" შეარქვეს. ვახტანგ ბალავაძე არის ავტორი წიგნებისა "ქართველი ფალავნები მსოფლიო და ოლიმპიურ შეჯიბრებებზე" (1961), "ფალავნები ხალიჩაზე" (1968). თანაავტორია სახელმძღვანელოებისა "კლასიკური ჭიდაობა"(1965) და "თავისუფალი ჭიდაობა"(1970). სსრკ ხუთგზის ჩემპიონი (1952, 1953, 1954, 1955, 1957) თავისუფალ ჭიდაობაში, სსრკ ხალხთა I და II სპარტაკიადების მეორე პრიზიორი (1956, 59), სსრკ ჩემპიონი (1952) სამბოში, ბუქარესტის ახალგაზდრობის პირველი მსოფლიო ფესტივალის (1953) ჩემპიონი, პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1954, ტოკიო), მეორედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 1957 წელს (სტამბოლი), მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის (თეირანი, 1959) და ოლიმპიური თამაშების (მელბურნი, 1956) ბრინჯაოს პრიზიორი. ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დაჯილდოვდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის FILA–ს ოქროს ორდენით (1997), ხალხთა მეგობრობის ორდენით (1980), საქართველოში სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დაჯილდოვდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენით (2006). მოჭიდავე (თავისუფალი სტილი), სამბისტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.342; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.388 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |