The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ბალანჩივაძე

რევაზ ბალანჩივაძე
დაბადების თარიღი:7 ნოემბერი, 1938
გარდაცვ. თარიღი:16 დეკემბერი, 2024  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი 1960 წელს.

1961–1962წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის  სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1962–1976წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1976–1982წწ. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერული კომუნიზმის განყოფილების გამგე, 1982–1984წწ. გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქტორი; 1984–1986წწ. საქართველოს კპ ცკ-ის თანამშრომელი; 1986 წლიდან იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის და კინოხელოვნების ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგე. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1987). მოღვაწეობის ძირითადი სფეროებია: ფილოსოფია, ანთროპოლოგია, ეთიკა, კულტუროლოგია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.343

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: