The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯორჯ ბალანჩინი

ჯორჯ ბალანჩინი
ოფიციალური სახელი:გიორგი ბალანჩივაძე
დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1904
გარდაცვ. თარიღი:29 აპრილი, 1983  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნიუ-იორკი
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი.

დაამთავრა პეტროგრადის მარინის თეატრთან არსებული თეატრალური სასწავლებელი 1921 წელს; 1923 წელს პეტროგრადის კონსერვატორია.

1921–1924წწ. იყო პეტროგრადის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის მსახიობი. ამავე წლებში დადგა ცეკვები სპექტაკლებში "ოქროს მამალი"(ნ. რიმსკი–კორსაკოვი), "უიღბლო ეუგენი"(ტოლერის ამავე სახელწოდების პიესა). 1923 წელს ხელმძღვანელობდა პეტროგრადის "ახალგაზრდა ბალეტს".  1924 წლიდან ცხოვრობდა საზღვარგარეთ. 1925–1929წწ. იყო პარიზის ს. დიაგილევის რუსული საბალეტო დასის მთავარი ბალეტმაისტერი. 1932 წელს ფრანგული საბალეტო დასების "ბალე რიუს დე მონტე კარლოს" და "ბალე 1933-ის" ბალეტმაისტერი. 1933 წელს მიიწვიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შექმნა "ამერიკული საბალეტო სკოლა", რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა დასი(1948 წლიდან "ნიუ-იორკ სიტი ბალე"). ბალანჩინს დადგმული აქვს 160-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს–აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანის და სხვა ქალაქების თეატრებში. მისი საუკეთესო დადგმებია: ს. პროკოფიევის "უძღები შვილი"(1928), ი. სტრავინსკის "აპოლონ მუსაგეტი"(1928), "ორფევსი"(1948), "აგონი"(1957), "ბროლის სასახლე"(ჟ. ბიზეს მუსიკის მიხედვით, 1941), "ბალე იმპერიალი"( პ. ჩაიკოვსკის მუსიკის მიხედვით, 1941) და სხვ. ავტორია წიგნისა "ცნობილი ბალეტების დაწვრილებითი აღწერა"(ინგლისურ ენაზე). ბალანჩინი მთელ მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად. თავდაპირველად დგამდა სიუჟეტიან, ხოლო შემდეგ უსიუჟეტო, ე. წ. აბსტრაქტულ ბალეტებს. მის მიერ დადგმული ბალეტების უმრავლესობა ერთაქტიანია. მისი შემოქმედების ძირითადი პრინციპია მახვილი ქორეოგრაფიული მონახაზის, ხატოვანი, რთული მოძრაობების მეოხებით მუსიკა გახადოს ხილვადი. ბალანჩინის ხელოვნებამ ხელი შეუწყო ქორეოგრაფიის ახალ მიმართულებების ფორმირებას. მისი ხელმძღვანელობით "ნიუ-იორკ სიტი ბალე" საგასტროლოდ ორჯერ იყო ყოფილ სსრკ–ში(1962, 1972). სპექტაკლები გამართა თბილისშიც. წარმოშობით ქართველი, ამერიკელი ბალეტმაისტერი, ამერიკის კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი; მელიტონ და ანდრია ალანჩივაძეების ძმა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.343


გააზიარე: