The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დურსუნ ბალაძე

დურსუნ ბალაძე
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1930
გარდაცვ. თარიღი:2004  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წყავროკა, ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1956 წელს.

1971 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. 1972–1978წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი მათემატიკის კათედრის პროფესორი; 1978–1991წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი; 1991 წლიდან იყო ბათუმის უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრის გამგე; მისი ძირითადი შრომები ეხება ტოპოლოგიურ სივრცეთა ჰომოლოგიის თეორიის საკითხებს; შემოიღო კოეფიციენტის ჯგუფთა წყვილის მიმართ აღებული ჰომოლოგიები (კოჰომოლოგიები), განიხილა პარამეტრიანი ჰომოლოგიები (სადაც პარამეტრი რომელიმე ნებისმიერი კომპლექსია), შეისწავლა ნებისმიერი კომპლექსის ჰომოლოგიების (კოჰომოლოგიების) აპროქსიმაცია მისი სასრული კომპლექსების ჰომოლოგიებით (კოჰომოლოგიებით). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.344

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის ასრრ X მოწვევის უმაღლესი საბჭო , დეპუტატი
  • აჭარის ასრრ XI მოწვევის უმაღლესი საბჭო , დეპუტატი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1988-2004)

ბიბლიოგრაფია

  • მათემატიკა : პროგრამა დაწყ. განათლ. პედ. და მეთოდ. სპეც. (რედაქტორი). - ბათუმი, 2003. - 16გვ.

გააზიარე: