Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დურსუნ ბალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი წყავროკა, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1956 წელს. 1971 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. 1972–1978წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი მათემატიკის კათედრის პროფესორი; 1978–1991წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი; 1991 წლიდან იყო ბათუმის უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრის გამგე; მისი ძირითადი შრომები ეხება ტოპოლოგიურ სივრცეთა ჰომოლოგიის თეორიის საკითხებს; შემოიღო კოეფიციენტის ჯგუფთა წყვილის მიმართ აღებული ჰომოლოგიები (კოჰომოლოგიები), განიხილა პარამეტრიანი ჰომოლოგიები (სადაც პარამეტრი რომელიმე ნებისმიერი კომპლექსია), შეისწავლა ნებისმიერი კომპლექსის ჰომოლოგიების (კოჰომოლოგიების) აპროქსიმაცია მისი სასრული კომპლექსების ჰომოლოგიებით (კოჰომოლოგიებით). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.344; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.82 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |