The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბარათა ბარათაშვილი

დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:1626
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, მეწინავე სადროშოს(სომხით-საბარათიანოს) სარდალი. თავდაპირველად ერთგულობდა სიმონ II-ს,  მხარს უჭერდა ზურაბ არაგვის ერისთავს მთიულ-მოხევეთა წინააღმდეგ ბრძოლაში. 20-იანი წლების დასაწყისში ამოწყვიტა თავისი სახლიკაცები(სიკვდილს გადარჩა ყაფლან ბარათაშვილი, რომელიც ირანში გაიქცა) და მათ მამულებს დაეპატრონა. იბრძოდა ირანელების წინააღმდეგ. გიორგი სააკაძესთან ერთად მონაწილეობდა მარტყოფისა  და მარაბდის ბრძოლებში. სიმონ II-მ ბარათა ბარათაშვილი სარდლის თანამდებობიდან გადააყენა და სარდლად ქაიხოსრო ბარათაშვილი დანიშნა. ბარათაშვილი 1625 წლის ბოლოს გიორგი სააკაძესთან ერთად დასავლეთ საქართველოში გადავიდა. 1626  წლის შემდეგ ცოცხალი არ ჩანს(ვახუშტის მიხედვით, ბარათაშვილი მოაკვლევინეს ყაფლან ბარათაშვილმა და აბას I–მა ფარავნის ტბასთან). ბარათაშვილის მამულები სიმონ II-მ ყაფლან ბარათაშვილს უწყალობა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.351


გააზიარე: