Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბარათა ბარათაშვილი![]()
Biographyქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, მეწინავე სადროშოს(სომხით-საბარათიანოს) სარდალი. თავდაპირველად ერთგულობდა სიმონ II-ს, მხარს უჭერდა ზურაბ არაგვის ერისთავს მთიულ-მოხევეთა წინააღმდეგ ბრძოლაში. 20-იანი წლების დასაწყისში ამოწყვიტა თავისი სახლიკაცები(სიკვდილს გადარჩა ყაფლან ბარათაშვილი, რომელიც ირანში გაიქცა) და მათ მამულებს დაეპატრონა. იბრძოდა ირანელების წინააღმდეგ. გიორგი სააკაძესთან ერთად მონაწილეობდა მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლებში. სიმონ II-მ ბარათა ბარათაშვილი სარდლის თანამდებობიდან გადააყენა და სარდლად ქაიხოსრო ბარათაშვილი დანიშნა. ბარათაშვილი 1625 წლის ბოლოს გიორგი სააკაძესთან ერთად დასავლეთ საქართველოში გადავიდა. 1626 წლის შემდეგ ცოცხალი არ ჩანს(ვახუშტის მიხედვით, ბარათაშვილი მოაკვლევინეს ყაფლან ბარათაშვილმა და აბას I–მა ფარავნის ტბასთან). ბარათაშვილის მამულები სიმონ II-მ ყაფლან ბარათაშვილს უწყალობა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.351
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |