შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევ ნინიევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1941 წელს(საფორტეპიანო), 1943 წელს(საკომპოზიციო). 1948–1979წწ. ასწავლიდა ფორტეპიანოს თბილისის II სამუსიკო სასწავლებელში; 1974 წლიდან იყო რესპუბლიკის ხალხური შემოქმედების სახლთან არსებული მუსიკალური სკოლა–ათწლედის პედაგოგი; დაწერილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1953), საცეკვაო სიუიტა სიმფონიური ორკესტრისათვის(1960); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – პოემა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის(1954), ცეკვა ფორტეპიანოსათვის(1954), სამი პრელუდია ფორტეპიანოსათვის(1954,1955, 1957), კანცონეტა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1958), საკონცერტო ეტიუდი ფორტეპიანოსათვის(1959), პოემა ფორტეპიანოსათვის(1968), ნოკტიურნი ფორტეპიანოსათვის(1971), ხუთი საფორტეპიანო კონცერტი(1973), ხუთი საფორტეპიანო პიესა 4 ხელისთვის(1976), 6 გამორჩეული საფორტეპიანო პიესა "საბავშვო ალბომიდან"(1978); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები, სიმღერები. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 168; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 299 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |